logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთის ფედერაცია ცდილობს "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას

06 ნოე 202218:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/9cnkc7w65vs1qx0.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას.

"მოდით, ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა ფეხზე იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია.

სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა გამოსავალი ვიპოვოთ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა